ვებინარი „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში“

ვებინარი „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში“

23-10-2017 24 ოქტომბერს, 13:30 სთ., სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, #601 აუდიტორიაში გაიმართება ვებინარი „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში“. ვებინარი ჩატარდება ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წამოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს  ევროკავშირის რეგიონული პროგრამის „მწვანე ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN) შემადგენელ ნაწილს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა) ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სწრაფ განვითარებაში. პროგრამა ფინანსდება ევროკომისიის და სხვა დონორების, მათ შორის ავსტრიის განვითარების ბანკისა და სლოვენიის მთავრობის მიერ და მას ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები OECD, UNECE, UNEP და UNIDO.

 

სიახლეებში დაბრუნება