DAAD საინფორმაციო შეხვედრა - სასტიპენდიო პროგრამები 2018/19 სასწავლო წლისთვის

20-10-2017 20 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც DAAD გერმანული ორგანიზაციის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარმოუდგინეს DAAD სასტიპენდიო პროგრამები 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ისეთი საგანმანათელობლო პროგრამები, როგორიცაა: გერმანული ენის კურსი (საზაფხულო ენის კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში და სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისთვის); სამაგისტრო სტიპენდიები (სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის და სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის); კვლევითი სტიპენდიები (კვლევითი სტიპენდიები და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი კვლევითი სტიპენდიები).

DAAD და მისი სასტიპენდიო პროგრამების შესახებ პრეზენტაციები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმნდინარეობდა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე DAAD სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები