განათლების საერთაშორისო გამოფენა "თბილისი - 2017“

20-10-2017 29 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00-საათამდე, თბილისში, Courtyard Marriott სასტუმროში ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო რგანიზაციები, საელჩოები და საგანმანათლებლო სააგენტოები. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
• სტიპენდიები
• კვლევითი გრანტები
• საზაფხულო სკოლები
• პროფესიული სწავლება
• საბაკალავრო პროგრამები
• სამაგისტრო პროგრამები
• სადოქტორო პროგრამები
• სტაჟირება საზღვარგარეთ
• მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები