ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

20-10-2017 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - LUT) (პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი ფორმები იხილეთ ვებგვერდზე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზაფხულისა  (15 თებერვალი - 20 ივნისი, 2018) და ზამთრის (ოქტომბერი, 2018 - იანვარი, 2019) სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და ელექტროტექნიკა, მანქანათმშენებლობა და კომპიტერულ მეცნიერებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები