"ჰორზონტი 2020" პროგრამის 2018/20 წწ. სამუშაო პროგრამების სავარაუდო ვერსიები

"ჰორზონტი 2020" პროგრამის 2018/20 წწ. სამუშაო პროგრამების სავარაუდო ვერსიები

19-10-2017 გამოქვეყნდა "ჰორზონტი 2020" პროგრამის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამების სავარაუდო ვერსიები (Next Work Programme 2018 – 2020). სამუშაო პროგრამები მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებაში დაგეგმილი კონკურსების შესახებ.  მათ შორისაა კონკურსები, რომელიც მოიცავს თემებს: ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება, ინდუსტრიული მდგრადობა (industrial sustainability), SPIRE (Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency).

SPIRE-ის კონკურსების მიზანია ევროპული ინდუსტრიის ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების და არატრადიციული/ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების გზით. კონკურსის პირობების ამსახველ დოკუმენტში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ბელარუსი) მონაწილეობის მნიშვნელობა.

2018 წელს SPIRE-ის ფარგლებში გამოცხადდება 3 კონკურსი:
  • CE-SPIRE-02-2018: Processing of material feedstock using non-conventional energy sources (IA): (მატერიალური ნედლეულის გადამუშავება ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებით). თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტია 6-10 მილიონი ევრო.
  • CE-SPIRE-03-2018: Energy and resource flexibility in highly energy intensive industries (IA 50%): (ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება ინდუსტრიაში). თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტია 8-12 მილიონი ევრო.
  • CE-SPIRE-10-2018: Efficient recycling processes for plastic containing materials (IA): (პლასტმასის შემცველი მასალების ეფექტური გადამუშავების პროცესები). თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტია 6-8 მილიონი ევრო.
სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომი გახდება 2017 წლის  31 ოქტომბერს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად ამ ეტაპზე  განსაზღვრულია 2018 წლის 22 თებერვალი.

SPIRE-ის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

"ჰორიზონტი 2020" სხვა სამუშაო პროგრამები განთავსებულია ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება