ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

19-10-2017 კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია) (Kiel University of Applied Sciences – FH Kiel) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ინგლისურენოვან სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2 სტუდენტის მობილობა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში და ინჟინერინგი, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში და ინჟინერინგი, ბიზნესის ადმინისტრირება და ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება