სპორტული წარმატება

13-07-2011

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,ხრიდოლის” გუნდმა 2010-2011

წლების სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა 18 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი

    8 ივლისს შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუ-დოს აკადემიის დარბაზში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ხელჩართულ ბრძოლაში ქართული კრივის წესებით - მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელჩართული ბრძოლების ეროვნულმა ნაკრებმა, საქართველოს თავისუფალი ბრძოლების ფედერაციის ნაკრებმა, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ,,ხრიდოლის” ხუთმა  სადროშომ, ძიუ-დოს აკადემიის სპორტსმენებმა, სომხეთისა და ჩრდილო კავკასიის ცალკეულმა მებრძოლებმა. სხვებთან ერთად ამ შეჯიბრზე ასპარეზობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,ხრიდოლის” გუნდი 8 სპორტსმენის შემადგენლობით. სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში სტუ-ს წარმომადგენლებმა მოიპოვეს 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები