ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

16-10-2017 შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) (პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17

დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ ვებგვერდი.

შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს სათავაზობს „პოლონური ენისა და კულტურის“ სასწავლო კურსს (4 ECTS). დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული კურსი ჩართული უნდა იქნას აპლიკანტის სასწავლო ხელშეკრულებაში.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 მაგისტრანტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და ბიოსამედიცინო ინჟინერინგის მიმართულებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).


შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17

შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა (2 ოქტომბერი – 31 იანვარი) და ზაფხულის (26 თებერვალი - 21 ივნისი) სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და ბიოსამედიცინო ინჟინერინგის მიმართულებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება