სტუ-ს სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა კომპანიაში „HIPP“

სტუ-ს სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა კომპანიაში „HIPP“

13-10-2017 მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა ბექა მალაშხიამ (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და მიხეილ ტაბატაძემ (აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი) ერთთვიანი საწარმოო პრაქტიკა გაიარეს გერმანიაში, „HIPP“ ბავშვთა კვების მწარმოებელ კომპანიაში.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა მიმდინარეობდა „HIPP“ კომპანიის მთავარ ქარხანაში (ქ. ფაფენჰოფენი), სტუ-სა და  კომპანიას შორის 2016 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და პრაქტიკა სრულად დააფინანსა კომპანიამ.

ბექა მალაშხია მუშაობდა მულტი-მეთოდების, ერთეული მეთოდების და თხევად-ფაზური ქიმიის სფეროებში, სადაც გეგმიურ ამოცანებს ასრულებდა; ამზადებდა და ამუშავებდა ნიმუშებს ატომური ადსორბციული სპექტროსკოპიისთვის, ექსპრეს-მეთოდებისთვის, მიკოტოქსინების, იმიდაკლოპრიდის, საერთო მჟავიანობის, მშრალი მასალებისა და სიბლანტის განსაზღვრის მიზნით.

მიხეილ ტაბატაძე სტაჟირებას გადიოდა სოფლის მეურნეობის მართვის დეპარტამენტში, სადაც ასრულებდა გეგმიურ სამუშაოებს. გარდა ამისა, ტაბატაძე თან ახლდა „HIPP“-ის თანამშრომლებს სხვადასხვა კომპანიებში ვიზიტების დროს. ამასთან, ტაბატაძე კომპანიის ლაბორატორიაში მუშაობდა მულტი-მეთოდების და თხევად-ფაზური ქიმიის სფეროებში.

საწარმოო პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სტუდენტების გაგზავნა ყოველწლიურად ხორციელდება. პროქტის ორგანიზატორია სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი ნინო ახობაძე.

 

სიახლეებში დაბრუნება