რეგისტრაცია ლიტვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე

12-10-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს იწვევს ლიტვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე დასარეგისტრირებლად.

ოქტომბრიდან იხსნება ახალი ჯგუფი, სადაც სტუდენტები შეისწავლიან არა მარტო ლიტვურ ენას, არამედ გაეცნობიან ლიტვას, მის კულტურასა და ტრადიციებს. ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. პროექტების ფარგლებში ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გაემგზავრონ ლიტვაში, გაეცნონ ლიტვას, მიიღონ სტიპენდიები ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებისთვის, ასევე, საშუალება მიეცემათ ლიტვურ უნივერსიტეტებში სტიპენდიებით უფასო სწავლებისთვის.

ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (კოსტავას ქუჩა #77) და მას ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ Lithuania Georgia ფეისბუქის ჯგუფში.

რეგისტრაციაზე მისვლა პირადად შეიძლება შემდეგი გრაფიკით: 
სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 16:00 - 18:00 სთ.
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 16:00 - 18:00 სთ.
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 15:00 - 17:00 სთ.
პარასკევი, 20 ოქტომბერი, 15:00 - 17:00 სთ.
შაბათი, 21 ოქტომბერი, 13:00 - 15:00 სთ.

მისამართი: სტუ-ს VI კორპუსი, ეკონომიკის დეპარტამენტი (VI სართული, ოთახი #615-ბ).


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები