იმიტირებული სასამართლო პროცესი

30-06-2011

 იმიტირებული სასამართლო პროცესი

2011 წლის 18 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩატარდა 4 იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რომელთაც ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკული სამართლის კლინიკა.
აღნიშნულ პროცესებში მონაწილე მხარეებად იყვნენ თბილისის N1, N161, N32 და N166 საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკული სამართლის კლინიკის პროექტში. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლის შესახებ. იმიტირებულ პროცესებს დაესწრნენ სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ჯემალ გახოკიძე, პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი ნინო ხარატი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პროექტში მონაწილე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები