თანამშრომელთა საყურადღებოდ - სახვითი ხელოვნებისა და ფერწერის კურსები

09-10-2017 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული „სტუდენტური სერვისცენტრი“ და ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი - „ერთად“,  აცხადებს მიღებას სახვითი ხელოვნებისა და ფერწერის კურსებზე.
 
სასწავლო კურსებზე ბავშვები შეისწავლიან შემოქმედებით აზროვნებას, სხვადასხვა ფორმების ხატვას, ფერთა გამას, კომპოზიციას, დაეუფლებიან სხვადასხვა ეფექტების გამოსახვას (ფანქარი, ფერადი ფანქარი, აკვარელი, გუაში). ასევე Photoshop, Coral და web-დიზაინის ელემენტებს.

მეცადინეობები დაიწყება 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე (სტუ-ს VI სასწავლო კორპუსი,  ოთახი 511ა).

მეცადინეობები ჩატარდება ინდივიდუალური შეთანხმებით.

უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის სწავლის საფასური შეღავათიანია და შეადგენს თვეში 15 ლარს.

მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: 
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრი - „ერთად“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი (კოსტავას 77), VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახები  510ა და 510ა. 
ტელ.: 236-41-28, 64-47.
 
საკონტაქტო პირი:
დალი ქორჩილავა, კურსების ხელმძღვანელი
ტელ.:  577 79 83 18

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები