საინფორმაციო შეხვედრა - DAAD სასტიპენდიო პროგრამები 2018/19 სასწავლო წელი

09-10-2017 20 ოქტომბერს, 13:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში (ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც DAAD გერმანული ორგანიზაციის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნობენ DAAD სასტიპენდიო პროგრამებს 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

გერმანული ენის კურსი:
• საზაფხულო ენის კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2017

• სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისთვის;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2017; 01.02.,01.05.2018

სამაგისტრო სტიპენდიები:

• სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2017

• სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2017

კვლევითი სტიპენდიები:

• კვლევითი სტიპენდიები (1-3 თვე, 6 თვე, 1 წელი, 3 წელი);
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2017

• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი კვლევითი სტიპენდიები (3-6 თვე);
(კონკურსი გამოცხადდება ოქტომბერ-ნოემბერში)


DAAD და მისი სასტიპენდიო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები