მემორანდუმი სტუ-სა და მდგრადი მშენებლობის გერმანულ საზოგადოებას (DGNB) შორის

07-10-2017 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და DGNB - მდგრადი მშენებლობის გერმანულ საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

DGNB - მდგრადი მშენებლობის გერმანული საზოგადოება წარმოადგენს გერმანული ორგანიზაციას, რომელიც პროფილირდება შენობების და ურბანული ერთეულების მდგრად
განვითარებაზე, სამშენებლო ინდუსტრიის სფეროში მდგრადი განვითარების თემების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე.

DGNB საზოგადოების წევრები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა
Porsche, Audi, LiDL, DAIMLER, Deutsche Bank, HENKEL, REWE და სხვა. DGNB აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის მასშტაბით 44 უნივერსიტეტსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, რომლებიც უკვე წარმატებით ანხორციელებენ DGNB სისტემის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და DGNB შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამშენებლო ინდუსტრიის სფეროში მდგრადი განვითარების თემების პოპულარიზაციას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის პროფესიული ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას, DGNB გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებასა და იმპლემენტაციას,მათ შორის საზაფხულო სკოლის ორგანიზებას, E- Learning სასწავლო კურსების წახალისებას და სხვ. რაც სტუდენტებსა და დარგის პროფესიონალებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა თანამედროვე
სამშენებლო სტანდარტების შესახებ და გახდნენ DGNB რეგისტრირებული ექსპერტები (DGNB Registered Professional).

ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და DGNB შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინადადებების ფარგლებში კონკრეტული პროგრამების დამუშავება, რომელებიც უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი და სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებული პირებს მიეცემათ საშუალება,
მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები