ERASMUS+ - სალექციო კურსი საწარმოო ტექნოლოგიებისა და სასწავლო მეთოდების შესახებ

05-10-2017 25-29 სექტემბერს ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს სტუმრობდა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ჟეშუვი, პოლონეთი) საწარმოო ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი რომან ვდოვიკი.

ახალგაზრდა პოლონელმა მეცნიერმა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია საწარმოო ტექნოლოგიებისა და ამ მიმართულებით პოლონეთში არსებული სასწავლო მეთოდების შესახებ, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

ასევე, გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მექანიკის ინჟინერიის საწარმოო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სადაც პოლონელმა მეცნიერმა წარმოადგინა იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია, ვრცლად ისაუბრა პოლონეთში სწავლების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების, ასევე, აკადემიურ მობილობასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ თემებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაში საუბარი შეეხო ერაზმუს+  KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

ლექციების კურსი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები