შეხვედრა კლაუს ჰიპთან

02-10-2017 3 ოქტომბერს, 13:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე (სტუ-ს I კორპუსი, V სართული, აუდიტორია 1574) ჩატარდება შეხვედრა გერმანული კომპანია „ჰიპის“ მფლობელთან, სტუ–ს საპატიო დოქტორთან, ბავარიის მხარეში საქართველოს კონსულთან, ბატონ კლაუს ჰიპთან.

შეხვედრას დაესწრებიან ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს აუდიტორიას გააცნოს კომპანია "ჰიპის" საქმიანობა და მიღწევები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები