კონკურსი

26-09-2017

ცხადდება სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო კონკურსი.

პირობები

სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ყველა მსურველისათვის.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:

  • ნომინაცია – „სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“; 
  • ნომინაცია – „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;

    კონკურსანტები რეგისტრაციას გაივლიან მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (http://tbilisisciencefestival.ge), სადაც განთავსდება აპლიკაციის ელექტრონული ფორმა. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელი იქნება  2017 წლის 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 24:00 საათის ჩათვლით.

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი 1 ფოტოსურათი ან რამდენიმე ფოტო-სურათისაგან (მაქსიმუმ 5 ფოტო) შემდგარი სერია; ფოტოსურათი შესრულებული უნდა იყოს 2-5 მეგაბაიტი ზომის JPG ფორმატში. TIFF-ის ფორმატის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ ეს უკანასკნელი. 

კონკურსი მოიცავს ორ შესარჩევ ეტაპს. პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო  ნამუშევრები მომზადდება საექსპოზიციოდ და გამოიფინება სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს.  

ფოტოები შეფასდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

  • თემასთან შესაბამისობა
  • შემოქმედებითობა
  • ტექნიკა.

კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი ჯილდო.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ



 

სიახლეებში დაბრუნება