ტრეინინგი ''საუნივერსტიტეტო კურსის სილაბუსის შექმნა ფრანგულ ენაში ტურიზმის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის'' (დამწყები საფეხური)

21-09-2017 22-24 სექტემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტრეინინგი ''საუნივერსტიტეტო კურსის სილაბუსის შექმნა ფრანგულ ენაში ტურიზმის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის'' (დამწყები საფეხური), რომელსაც ატარებენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ხანგრძლივობა: 3 დღე (21 საათი).

მონაწილეთა რაოდენობა: 20.

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა: ტრეინინგი ტარდება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის (შესაძლებელია სკოლების დამამთავრებელი კლასების ფრანგული ენის მასწავლებლების მონაწილეობაც).

ტრენერი: ნატალია მოროზი, ფრანგული ენის პედაგოგი, ხარკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის და ლიონი 2-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი, გართობა, მემკვიდრეობა“ კოორდინატორი.

ტრეინინგის მიზნები:
• საუნივერსტიტეტო კურსის სილაბუსის შექმნა ფრანგულ ენაში ტურიზმის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის (დამწყები საფეხური)
• ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ფრანგულის შესწავლის ძირითადი პრინციპების გაცნობა
• ხარკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის და ლიონი 2-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოყენებული მეთოდების და ტურიზმის ენის სწავლების პრაქტიკის წარმოდგენა და გაზიარება

მისამართი: თბილისის ფრანკოფონული ციფრული კამპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, V კორპუსი (ჭავჭავაძის გამზირი N36, აუდიტორია 309, III სართული, კიბიდან მარჯვნივ).

ტრეინინგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები