სამეცნიერო ჟურნალი "ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული" - სტატიების მიღება ახალი ნომრისათვის

სამეცნიერო ჟურნალი "ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული" - სტატიების მიღება ახალი ნომრისათვის

21-09-2017 ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი "ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული" აცხადებს სტატიების მიღებას ახალი ნომრისათვის (N8).

სამეცნიერო სტატიების თემატიკა უნდა შეესატყვისებოდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა რომელიმე დარგს.

ჟურნალი ორენოვანია (ქართულენოვან სტატიებს თან უნდა ერთვოდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე, არანაკლებ სტატიის 1/4 მოცულობისა).

სტატიების წარმოდგენა შეუძლიათ დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერებს.

დოქტორანტებს მოეთხოვებათ, რომ წარმოადგინონ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. რეკომენდაციის გაგზავნა შეიძლება დასკანერებული სახით.

გამოქვეყნებული ნომრები და სტატიის გაფორმების წესი იხილეთ აქ.  

ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფ. ზაზა სხირტლაძე, ტომის რედაქტორი: ასოც. პროფ. ირინა გველესიანი, irina.gvelesiani@tsu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება