საინფორმაციო ღონისძიება

21-06-2011

   ‘’საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია'' (IPS)

10 ივნისს გერმანიის საელჩოს ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება, რომელიც ეხებოდა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სტიპენდიის პროგრამას ‘’საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია'' (IPS). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორამაციის პროგრამის მიზნებსა და 2012 წლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურებს.

2012 წლის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გერმანიის საელჩოში განაცხადის შეტანის ვადა 2011 წლის 30 ივნისს იწურება.

“საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის’’პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  მისამართზე:
www.bundestag.de/ips 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები