სიახლეები

22 აპრ

ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

20 აპრილს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია სტუმრობდა
22 აპრ

სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი

21 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით „სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი“ დაფუძნდა
22 აპრ

საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა

15-18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იტალიის რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საგაზაფხულო სკოლას „საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა“
22 აპრ

„SciFinder®“ მონაცემთა ბაზა - პრაქტიკული სემინარები

24-26 აპრილს თბილისში გაიმართება „Chemical Abstracts Service“ (CAS) კომპანიის პრაქტიკული სემინარები, რომელიც ეხება SciFinder® მონაცემთა ბაზას და ამ ბაზასთან მუშაობას
18 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში, გაიხსნება სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
18 აპრ

საერთაშორისო კონფერენცია აზერბაიჯანში

2018 წლის 1-2 ივნისს ხაზარის უნივერსიტეტში (ბაქო, აზერბაიჯანი) ტარდება 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია One Health in Azerbaijan.
18 აპრ

ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა წარმატებას მიაღწია

14 აპრილს რუსეთში, ქ. სანკტ-პეტერბურგში, გაიმართა პროფესიონალური შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში SECH PROF-ის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა (კლუბის პრეზიდენტი რ. ქელდიშვილი) შოთა გვასალიამ.
16 აპრ

ღია კარის დღე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირთათვის

20 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული გ. ნიკოლაძის დარბაზი) გაიმართება ღია კარის დღე 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.
13 აპრ

საჯარო ლექცია ეკონომიკაზე კრიპტო ვალუტის ზეგავლენასთან დაკავშირებით

12 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ურუზმაგ ქარქუსოვის საჯარო ლექცია, რომელიც ეხებოდა კრიპტო ვალუტის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე
13 აპრ

ღია კარის დღე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით

17 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური გადამზადების ცენტრის ორგანიზებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება
13 აპრ

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პერსპექტივები პროფესიული განათლების სფეროში

12 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრისა და  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით
13 აპრ

ევროპის პოლიტიკური სკოლა - ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა

1-6 მაისს ევროპის პოლიტიკური სკოლის ორგანიზებით გაიმართება ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა, რომლის მონაწილეებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკულად გაეცნონ ევროპული გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების საქმიანობას და გაიზიარონ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების გამოცდილება
11 აპრ

ფრანგული ენის საზაფხულო კურსი 2018 ჟენევის უნივერსიტეტში

2018 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში ჟენევის უნივერსიტეტში გაიმართება ფრანგული ენის საზაფხულო კურსი 2018
11 აპრ

საზაფხულო სკოლა "რობოტექნიკა: აპლიკაციები რეალურ ცხოვრებაში"

2018 წლის 2-27 ივლისს, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საზაფხულო სკოლა "რობოტექნიკა: აპლიკაციები რეალურ ცხოვრებაში"
11 აპრ

საჯარო ლექცია - 1Coinbank ბანკი

12 აპრილს, 16:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება ურუზმაგ ქარქუსოვის საჯარო ლექცია 1Coinbank ბანკის შექმნასთან დაკავშირებით
10 აპრ

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს სტიპენდიების პროგრამები-2018/19 სასწავლო წელი

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო აცხადებს სტიპენდიების პროგრამებს: სტეფან ბანახის სტიპენდიების პროგრამასა და სტიპენდიებს უცხოეთში არსებული პოლონური დიასპორისთვის
10 აპრ

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წელი

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე, 2018/19 სასწავლო წლისათვის
10 აპრ

სტუდენტური სერვის ცენტრი - ლექცია-სემინარები მომავალი პროგრამისტებისათვის

13 აპრილიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სტუდენტური სერვის ცენტრი“ მომავალი პროგრამისტებისათვის იწყებს ლექცია-სემინარებს პროგრამულ ენებში html, css, js, php, mysql
10 აპრ

განათლების საერთაშორისო გამოფენა

22 აპრილს, 12:00 სთ., Courtyard Marriott სასტუმროში, საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
07 აპრ

ტურინის უნივერსიტეტის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 2018/19 სასწავლო წელი

ტურინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ორწლიან სამაგისტრო პროგრამებზე, 2018-2019 სასწავლო წლისთვის

სიახლეები 1 - 20 of 2719

ბანერები