პრეზენტაცია

20-06-2011

პროექტ "შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტურ პროექტ "შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში “შემოდგომის ლეგენდა”. კონკურსს კომპანია “ჯეოსელი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ატარებენ. წელს ამ კონკურსში მონაწილეობენ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ, ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს კომპანია “ჯეოსელი” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სთავაზობს მონაწილეობას სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში „შემოდგომის ლეგენდა“.

წელს კონკურსში თბილისში აკრედიტირებული ცხრა უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონკურსის დევიზია “შექმენი ახალი ლეგენდა და გააცანი შენი ნაშრომი მთელ საქართველოს”.

ლიტერატურული კონკურსი სტარტს სწავლის დაწყების დღეს აიღებს და ორ ეტაპად ჩატარდება: I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge  უნდა გაგზავნონ: პროზაული ნაშრომი (ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არა ნაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია. შევსებული ანკეტა, რომელიც ყველა მონაწილე სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 15 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და კონკურსის მთავარი – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს: I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო, II ადგილი – 700 ლარი,III ადგილი – 500 ლარი. 
  
    


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები