საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა - მე-7 ნაკადი

08-09-2017 საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-7 ნაკადს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რასაც ადასტურებს GPA (მინიმუმ 3.0) ან
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო
არითმეტიკული (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი). მონაწილეობის მიღება, ასევე, შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.

ტელ: 236 53 45

მის.: კოსტავას #77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი #266.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები