პრეზენტაცია

20-06-2011

  ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა

20 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მეორე სართულზე, სტუ-ის IT-ინკუბატორის საპრეზენტაციო ოთახში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინკუბატორის მიზნები და უახლოესი ამოცანები, ასევე გაიმართა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და IT- ინკუბატორის პირველი ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “სტუნეტის” (www.stunet.ge) პრეზენტაცია.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები