უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები

23-08-2017

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა.

2017-2018 სასწავლო წელს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებია:

  • ა) აგრარული მეცნიერებანი;
  • ბ) განათლება;
  • გ) ინჟინერია;
  • დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • ე) სოციალური მეცნიერებები;
  • ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • ზ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის იმ საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელზეც/რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები), ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების რაოდენობას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები განისაზღვრება შემდეგი ოდენობებით:

  • სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,756,250 ლარი;
  • სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 4,275,000 ლარი;
  • სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 787,500 ლარი;
  • სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,182,500 ლარი;
  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1,035,000 ლარი;
  • სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 450,000 ლარი;
  • სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 517,500 ლარი;
  • სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 720,000 ლარი.

პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების შესახებ იხილეთ დანართში.

ვინ მიიღებს გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ვადები და პროცედურები

2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილები გამოქვეყნდა

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს 5 პროგრამა დაემატა

https://edu.aris.ge/news/ufaso-fakultetebistvis-gamoyofili-tanxis-moculobebi-universitetbis-mixedvit.html 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები