საქველმოქმედო აქცია

17-06-2011

ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სტუ-ში

16 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, საინიციატივო ჯგუფ "გული გულს" ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის პარტნიორობით, პროექტ "ერთი დღე სტუდენტის" ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ეწვივნენ.

საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სამთო შახტა–ლაბორატორია და მუზეუმები.

ღონისძიების ფარგლებში აღსაზრდელები ზოოპარკში გაასეირნეს და დღის ბოლოს სპეციალურად მათთვის გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლ "ქართველოს" კონცერტი.

ღონისძიებას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად დაესწრნენ ქ. თბილისის მერიისა  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები