"ევროპული აკადემია გადასახადების, ეკონომიკისა და სამართლისათვის" - სემინარები

02-08-2017 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, "ევროპული აკადემია გადასახადების, ეკონომიკისა და სამართლისათვის" (European Academy for Taxes, Economics and Law) ჩაატარებს შემდეგ ტრენინგ-სემინარებს:

1. როგორ შევქმნათ სამართლებრივი ხელშეკრულებები კვლევისა და განვითარების
პროექტებისთვის (How to Design Research & Development Contracts in Practice)

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • როგორ გავუმკლავდეთ R&D ხელშეკრულებების ასპექტებს, როგორებიც არის:
  • დამატებითი შეთანხმებები, კონფიდენციალობა, ლიცენზია?
  • ძირითადი საკითხები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მემორანდუმის შედგენის
  • დროს (Memorandum of Understanding)
  • როგორ შევადგინოთ გარიგებები ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემისთვის?
  • როგორ შევთანხმდეთ ხელშეკრულების პირობებზე, რათა შემდგომი დავა ავიცილოთ
  • თავიდან?
  • როგორ გავუმკლავდეთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ
  • საკითხებს?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს.

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

2. საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის დაფინანსების სტრატეგიები და წყაროები
(Funding Strategies & Sources for International Research Cooperation)

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • როგორ მივიღოთ წვდომა საერთაშორისო და ევროპულ დაფინანსების წყაროებზე?
  • როგორ წავახალისოთ კვლევის კომერციალიზაცია, მეწარმეობა და ინოვაცია საკუთარ
  • ორგანიზაციაში?
  • როგორ შევქმნათ დაფინანსების სტრატეგიები და როგორ მოვემზადოთ საერთაშორისო
  • კვლევითი დაფინანსებისთვის?
  • როგორ შევიმუშაოთ დაფინანსების მოპოვების სტრატეგია?
  • როგორ ვითანამშრომლოთ წარმატებულად განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან?
  • რა დაფინანსების წყაროებია ხელმისაწვდომი აშშ-ში და როგორ გამოვიყენოთ ისინი
  • ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ?
  • როგორ გამოვიყენოთ კერძო ფონდების წყაროები?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს.

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

3. კვლევითი და სამეცნიერო კომუნიკაცია (Research and Science Communication)

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • ვინ არის თქვენი აუდიტორია?
  • როგორ მივაწვდინოთ სათქმელი სხვადასხვა აუდიტორიას?
  • რა სახის გამოწვევებს ვაწყდებით სამეცნიერო კომუნიკაციაში?
  • როგორ ვისაუბროთ კვლევაზე სოციალურ მედია საშუალებებში?
  • როდის და რამდენად ხშირად ვისარგებლოთ სოციალური მედია საშუალებებით?
  • როგორ გავზომოთ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა?
  • როგორ მივიპყროთ საერთაშორისო მედია საშუალებების ყურადღება?
  • როგორ დავამკვიდროთ ევროპული საკომუნიკაციო ქსელი?
  • როგორ უნდა ითანამშრომლოს ფაკულტეტმა მკვლევრებთან?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს.

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

4. სახელმწიფო დახმარება კვლევისთვის, განვითარებისა და ინოვაციისთვის (State Aid for Research, Development and Innovation)

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • Union Framework-ის პრაქტიკული გამოყენება კვლევებისთვის, განვითარებისა და
  • ინოვაციის სფეროებისთვის (RDI)
  • რომელი ასპექტებია განსაკუთრებით ღირებული RDI სახელმწიფო დახმარებისთვის
  • GBER-ის (General Block Exemption Regulation) მიხედვით?
  • როგორ განვასხვავოთ სწორად ეკონომიკური და არაეკონომიკური აქტივობები?
  • როგორ მოვარგოთ ლიცენზიები და ინტელექტუალური საკუთრება სახელმწიფო
  • დახმარების კანონს?
  • როგორ შევაფასოთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა სახელმწიფო დახმარების
  • კანონის მიხედვით?
  • რა გავლენა აქვს სახელმწიფო დახმარების რეგულაციებს RDI ინფრასტრუქტურისა და
  • ტექნოლოგიური პარკების დაფინანსებაზე?
  • როგორ მოვემზადოთ RDI პროექტების ფინანსური აუდიტისთვის?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს.

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

5. ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი ევროპის კვლევისა და განვითარების ფონდში (Financial Accounting and Audit in European Research & Development Funding)

ინტერაქტიულ სემინარზე განხილული იქნება ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ევროკავშირის კვლევითი პროექტების ფინანსურ მენეჯმენტში შესული ცვლილებები.

სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს.

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

6. კვლევისა და კვლევის ხარისხის შეფასება (Research Evaluation & Assessing Research Quality)

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • როგორ გავხადოთ კვლევის შეფასების პრაქტიკა ეფექტური ჩვენს დაწესებულებაში?
  • როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობები და პრიორიტეტები დაინტერესებულ მხარეებს შორის?
  • კვლევის შეფასების რომელი მაჩვენებლებია ყველაზე ეფექტური?
  • რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ კვლევის შედეგების გაზომვისას?
  • როგორ შევაფასოთ კვლევის გავლენა საზოგადოებაზე და როგორ გავხადოთ ეს შედეგები ხილული?
  • რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდოლოგიები კვლევისა და მისი გავლენის შეფასებისთვის?
სემინარი ჩატარდება 2018 წლის 19-20 მარტს. აღწერილობა იხილეთ ბმულზე.

სემინარებში მონაწილეობის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები