კონფერენცია

14-06-2011

თბილისში ტრამვაის დაბრუნების თემაზე სტუ-ში კონფერენცია ჩატარდა

14 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტში  თბილისში ტრამვაის დაბრუნების თემაზე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და საინიციატივო ჯგუფი “თბილისის ტრამვაი”. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას თანამედროვე ტრამვაის უპირატესობებისა და თბილისში მისი საჭიროების შესახებ.

კონფერეციას დაესწრნენ ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაჩანიძე, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე, ექსპერტი ასმათ აბესაძე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები