საერთაშორისო სასწავლო კვირეული და ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

20-07-2017 27 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ვალმეირა, ლატვია) გაიმართება საერთაშორისო სასწავლო კვირეული და ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია. დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს.

წლევანდელი საერთაშორისო სასწავლო კვირეულის თემას წარმოადგენს "ციფრული გადაწყვეტილებები  სოციალური გამოწვევების დასაძლევად".

ღონისძიების მონაწილეები ინგლისურ ენაზე ჩაატარებენ ლექციებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და ასევე, განიხილავენ სხვადასხვა სამეცნიერო თემებს.

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია ბიზნესის ადმინისტრირება, კომუნიკაცია და მედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო, სახელმწიფო მართვა, ტურიზმი.

კვლევის ძირითად სფეროებს წარმოადგენს Smart-ტექნოლოგიები და ეკოშენობები ეროვნულ ეკონომიკაში, ტექნოლოგიების ვირტუალური რეალობა  და ვიზუალიზაცია, ელექტრონული სწავლების მენეჯმენტი და ტექნოლოგიები, სოციალურ-ტექნიკური სისტემების მოდელირებული ტექნოლოგიები, მდგრადი ეროვნული ეკონომიკა და ცოდნის საზოგადოება, ეკოსისტემისა და ტექნოლოგიების კომუნიკაცია.

სწავლების კვირეული მოიცავს ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას - „ბიოსფერული რეზერვი: ქრონოლოგია და ცხოვრების ხაზი“, რომელშიც ღონისძიების ყველა სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 1-ლი ოქტომბერი.

რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები