თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაობის ფარგლებში შესრულებული დოკუმენტაცია

20-07-2017 21 ივლისს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული) გაიმართება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაობის ფარგლებში შესრულებული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა.
 
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას წარუდგენენ გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგებს, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს და სხვა მასალებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები