პრეზენტაცია

14-06-2011
ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში, სტუ-ში შეხვედრა გაიმართა
 
 14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტის ადმინისტრაციულ კორპუსში აბიტურიენტებთან შეხვედრა და ახალი პროეტების პრეზენტაცია გაიმართა.
 
საქართველოს უმსხვილესმა ჰოლდინგმა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალგაზრდებში ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანია დაიწყო.
 
ჰოლდინგის ორგანიზებით, 50-მდე აბიტურიენტისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების დეკანებმა, ანზორ აბშილავამ და გია არაბიძემ,  პრეზენტაციები გამართეს, ხოლო „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა", როგორც ახალგაზრდების პოტენციურმა დამსაქმებელმა, მათ ჰოლდინგის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. პრეზენტაციების გარდა, აბიტურიენტებს ტექნიკური უნივესტიტეტის სასწავლო ლაბორატორიების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.
 
„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩაატარა. ამჯერად პრეზენტაციას თეთრიწყაროს რაიონის სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ, ხოლო ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა რაიონების აბიტურიენტებისთვისაც გაიმართება.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები