საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

08-06-2011
სტუ-ს სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორო სამეცნიერო კონფერენციის
დასკვნითი (II)  ეტაპი დასრულდა
 
1-8 ივნისს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში და საკონფერენციო ოთახში სტუდენტთა ყოველწლიური, რიგით 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობდა.
 
კონფერენციის მუშაობა სხვადასხვა დარგობრივი სამეცნიერო სექციის მიმართულებით წარიმართა.
 
სტუ-ს სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
 
კონფერენციის მეორე ეტაპში მონაწილეობდნენ I ეტაპში გამარჯვებული სტუდენტები (დოქტორანტურის სწავლების საფეხურის მაქსიმუმ 10, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის - 7, პროფესიული სწავლების - 5 სტუდენტი).
 
კონფერენციის დასკვნითი ეტაპის თითოეულ სექციაზე შესაბამისი დარგობრივი სექციის ჟიურიმ,  ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით, გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები: I, II და III ადგილის მფლობელები.
 
კონფერენციის დასკვნით ეტაპში გამარჯვებული სტუდენტები კონფერენციის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიაზე  სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან, მათი სამეცნიერო ნაშრომების თეზისები კი კონფერენციის სამეცნიერო კრებულში გამოქვეყნდება. გარდა ამისა,  სპეციალურ წიგნად გამოიცემა კონფერენციის პროგრამა, სადაც აღნიშნული იქნება კონფერენციის თითოეულ სექციაში მონაწილე  სტუდენტი, საკუთარი ნაშრომის სახელწოდებისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით.
 
კონფერენცია სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები