EANET პროექტი - სამთავრობო დონის პრაქტიკული სემინარი სტუ-ში

04-07-2017 26-27 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სამთავრობო დონის პრაქტიკული სემინარი ევროკავშირის TEMPUS პროგრამით დაფინანსებული EANET პროექტის („მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელი“ - Entrepreneur Alumni NETwork) ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი EANET 2013 წელს დაიწყო და ითვალისწინებს მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის ფორმირებას და მისი საშუალებით მჭიდრო თანამშრომლობის პლატფორმის შექმნას სამთავრობო, საგანმანათლებლო და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის.

EANETპროექტის კოორდინატორია ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტი, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად კონსორციუმის წევრები არიან გერმანიის, რუმინეთის, უკრაინის და მოლდოვის 9 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ასევე, საქართველოდან პროექტის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სამთავრობო, საგანმანათლებლო და ბიზნესის სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ამგვარად  სამეწარმოო გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმოებითი სულისკვეთების განვითარების ხელშეწყობაპ არტნიორ ქვეყნებსა და უნივერსიტეტებში.

პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული ფინალური მაღალი დონის სამუშაო შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მემორანდუმის ტექსტის შემუშავება შემდგომი თანამშრომლობისათვის, რომელიც ითვალისწინებს პროექტის ძირითადი ფაზის დასრულების შემდგომ თანამშრომლობის გაგრძელების და განვითარების კონკრეტულ ინიციატივებსა და პერსპექტივებს. შეხვედრებზე, ასევე, შემუშავდა და პარტნიორებს შორის შეჯერებული იქნა მომავალი სამწლიანი თანამშრომლობის კონკრეტული აქტივობები, ჩასატარებელი ღონისძიებების პაკეტი და გეგმა-გრაფიკი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები