კომპანია „თელასის” დასაქმების ახალი პროექტი ზაფხულის პერიოდისათვის

30-06-2017 კომპანია „თელასმა” ზაფხულის პერიოდში სტუდენტების დასაქმების ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. 

პროექტის პრეზენტაცია „დიდუბე-ჩუღურეთი“ ბიზნესცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სს „თელასის“ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გია არაბიძე.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის 28 სტუდენტი „თელასში“ იმუშავებს ორი თვის მანძილზე (ივლისი, აგვისტო).

სტუდენტები გადანაწილდებიან სს „თელასის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სადაც შეასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ მოითხოვს უსაფრთხოების მაღალ დონეს.

პროექტის მეშვეობით ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, აიმაღლებენ კვალიფიკაციის დონეს და მიიღებენ მატერიალურ ანაზღაურებას. მე-4 კურსის ორი სტუდენტი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს პროექტის ფარგლებში, სწავლის დასრულების შემდეგ „თელასში“ დასაქმდება. 

„აღნიშნული პროექტი ჩვენი კომპანიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები. მომავალში სწორედ ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ გახდნენ კოკნურენტუნარიანი პროფესიონალები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროფესიონალური კადრების არსებობა არის საქართველოს ენერგეტიკული დარგის განვითარების საწინდარი“ - განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები