საწარმოო პრაქტიკა „HIPP“ ბავშვთა კვების მწარმოებელ კომპანიაში

29-06-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები ბექა მალაშხია (აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი) და მიშა ტაბატაძე (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) ერთთვიან საწარმოო პრაქტიკას გაივლიან გერმანიაში, „HIPP“ ბავშვთა კვების მწარმოებელ კომპანიაში.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა კომპანია HIPP-ის მთავარ ქარხანაში (ქ. ფაფენჰოფენი) ხორციელდება 2016 წელს სტუ-სა და HIPP - ს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და პრაქტიკა სრულად ფინანსდება კომპანიის მიერ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სტუდენტების გაგზავნა ყოველწლიურად ხორციელდება.

პროქტის ორგანიზატორია დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი ნინო ახობაძე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები