შეხვედრა

12-03-2012

უცხოელი პროფესორები ტექნიკურ უნივერსიტეტში

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობენ უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, რომლებიც ლექციებს კითხულობენ სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 12 მარტს, სტუ-ის ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში, მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომედგენლები. 
 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებს. განხილული იქნა პროექტები, რომლებიც მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს სტუ-სა და უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის.

სტუ-ის წარმომადგენლებმა მოწვეულ პროფესორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში საინტერესო აუდიტორიასთან მოუხდათ შეხვედრა, ხაზი გაუსვეს სტუ-ში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას და მადლობა გადაიხადეს კარგი მასპინძლობისთვის.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები