ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა "მეწარმეობა და მარკეტინგი"

20-06-2017 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებად ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "მეწარმეობა და მარკეტინგი".

პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 4 სემესტრს (18 თვეს), 2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე. კურსდამთავრებულს ენიჭება მეცნიერების მაგისტრის წოდება.

ფინანსური მხარდაჭერა:
სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის თანადაფინანსებით პროგრამას, რაც ითვალისწინებს პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის ფინანსურ მხარდაჭერას ყოველთვიური სტიპენდიის სახით - სასწავლო პერიოდში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურად 1200 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 300 ევროს), რაც ფარავს სწავლის პერიოდში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.

მთელი სწავლის პერიოდში - 18 თვის განმავლობაში - სტიპენდიის სახით მიღებული თანხა შეადგენს დაახლოებით 5400 ევროს (21600 პოლონური ზლოტი).

სწავლის გადასახადი:
სემესტრში - 800 ევრო; შესაბამისად, 4 სემესტრის განმავლობაში - 3200 ევრო.

მოითხოვება:
ბაკალავრის დიპლომი და ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.
მათ, ვისაც არ აქვთ ინგლისური ენის შესაბამისი სერტიფიკატი, ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სთავაზობს 2-კვირიან (60 საათიან) ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებს:
- 1 საათის ღირებულება - 7 ზლოტი (7*60 = 420 პოლონური ზლოტი);
-  საგამოცდო სერტიფიკატის ღირებულება - 370 პოლ. ზლოტი;
-  ცხოვრება  -  კამპუსში, სტუდენტთა  საცხოვრებელში - 180 ზლოტი (2 კვირის განმავლობაში).

პროექტის კოორდინატორია პოლონურ-ქართული საგანმანათლებლო-კვლევითი კონსორციუმი.
პოლონეთის მხრიდან:
- „უმაღლეს სასწავლებლების კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი“, ელ.ფოსტა: agarz@wp.pl

საქართველოდან:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ვენჩურული ბიზნესის ცენტრი“, ელ.ფოსტა: venture.business@gtu.ge
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინოვაციური მენეჯმენტის ცენტრი“, ელ.ფოსტა: innova@tsu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები