RETHINKe პროექტის საპილოტე აქტივობა - სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევარი ლისაბონის უნივერსიტეტში

RETHINKe პროექტის საპილოტე აქტივობა - სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევარი ლისაბონის უნივერსიტეტში

20-06-2017 20 მაისიდან – 17 აგვისტომდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი მალხაზ სულაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე - FAUL (პორტუგალია) მოამზადებს კვლევას მდგრადი ურბანისტიკის სფეროში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და IT სპეციალისტის როლის მიმართულებით.

ახალგაზრდა ქართველი მკვლევრის ზამოაღნიშნული აქტივობა ხორციელდება ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის მიერ დაფინანსებული RETHINKe პროექტის (Reform of Education Thru International Knowledge exchange, 54417 8-T EM PUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR) საპილოტე აქტივობის  ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის კონსორციუმის წევრია და საპილოტე აქტივობა ითვალისწინებს სტუ-ს დოქტორანტის/ახალგაზრდა მკვლევრის ლისაბონის უნივერსიტეტში მივლინებას 3 თვით და ფარავს ტრეინინგის/კვლევითი  აკადემიური პერიოდის ხარჯებს პორტუგალიაში 2016/2017 სასწავლო წლისათვის.

პროექტის კოორდინატორია ლისაბონის  უნივერსიტეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება