EaP Plus საგრანტო პროექტი

15-06-2017 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „EaP Plus”.

EaP Plus პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ და Horizon 2020-სთვის განკუთვნილი საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის მხარდაჭერა.

გრანტი გაიცემა ორ რაუნდად. პირველ რაუნდში განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც 2017 წლის 17 სექტემბრამდე აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას. 
შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე: grdzelishvili@rustaveli.org.ge

წარსადგენი დოკუმენტები:
• შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები
• ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები