სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

20 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ

2019 წლის 29, 30 და 31 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილური ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგულ კვლევას ჩაატარებს.
18 მაი

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“, - ასე გააცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა მომავალ აბიტურიენტებს ის გარემო, სადაც STEM-აკადემიის საინფორმაციო  შეხვედრა შედგა და ის  შესაძლებლობები, რასაც STEM-სპეციალობები ითვალისწინებს.
18 მაი

DAAD საზაფხულო სკოლა "სპორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი"

2019 წლის 12-15 აგვისტოს, ყაზანში DAAD საზაფხულო სკოლა "სპორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი" ჩატარდება
16 მაი

საქართველო-შვედეთის ურთიერთობები - საქართველოს ევროპული მომავალი - შვედეთის ელჩის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

„მაქვს პატივი ვიცხოვრო და ვიმუშავო ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა“, - განაცხადა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.
16 მაი

ლიუბლიანას სადოქტორო საზაფხულო სკოლა - 2019

ლიუბლიანას სადოქტორო საზაფხულო სკოლა 2019 წლის ივლისის თვეში აცხადებს ინტენსიურ სპეციალიზებულ საზაფხულო კურსებს
16 მაი

2019 წლის წიგნის თარგმნის პროგრამა

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე
15 მაი

Erasmus+ - სალექციო კურსი კონსტიტუციური სამართლის კურსის სწავლება-შეფასების მეთოდებზე აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში

15 - 20 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნონა გოგსაძე Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში
13 მაი

Erasmus+ - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი სტუ-ში

15-19 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ KA1 ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ტრეინინგის მიზნით სტუმრობდნენ დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები კონსტანტინოს პაპათეოდოსიუ, ქრისტოს ციცისი და ეირინი-ათინა ვატოუ
10 მაი

ღია კონკურსი სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების 5 წლის ვადით დასაკავებლად.
10 მაი

ერაზმუს+ - ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ფოჯას უნივერსიტეტში

25 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი მარიკა ზვიადაძე (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური), ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ტრეინინგის მიზნით, იმყოფებოდა იტალიის ფოჯას უნივერსიტეტში
10 მაი

სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო გრანტები იტალიაში - 2019/20 სასწავლო წელი სწავლის მსურველთათვის

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო გრანტების მოსაპოვებლად, 2019-2020 სასწავლო წლისათვის
08 მაი

კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "იდეიდან ინვესტიციამდე"

2019 წლის 1-6 ივლისს კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "იდეიდან ინვესტიციამდე"
07 მაი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის „კრეათონი –ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” გამარჯვებული გახდა.
07 მაი

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

2019 წლის 1-2 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია "გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში".
07 მაი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის  დარბაზში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.
03 მაი

ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტები დამსწრეთა თვალწინ შეიქმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში სტუდენტური შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსის
„კრეათონი -ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში თემატური შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის მოდერატორები იყვნენ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მაია ჯამბაზიშვილი და სტუ-ის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი.
02 მაი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ფაბლაბი, ხვალ, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობენ

3 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში მოეწყობა თემატური შეხვედრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით მიმდინარე სტუდენტურ შემეცნებით, შემოქმედებით კონკურს „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში.
01 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს STEM აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას მოუწყობს

18 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მე-11 კლასის მოსწავლეს, რომელიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არის დაინტერესებული. STEM-ი მოიცავს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. თანამედროვე ეპოქაში სწორედ  STEM დარგები განაპირობებს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დასაქმებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებსაც.
24 აპრ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - LUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი)
22 აპრ

კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award for Intercultural Competence 2019

ვეხტას უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2019, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით, რომლის სპონსორია გერმანული კომპანია Höffmann-Reisen GmbH

სიახლეები 1 - 20 of 3231