III საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ წარმატებით დასრულდა

06-06-2017 1-2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.

კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ნოდარ ფოფორაძემ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა დავით შენგელიამ;
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა თამარ წუწუნავამ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორმა რევაზ კვატაშიძემ; სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლევან ჯაფარიძემ.

პლენარული სხდომები სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ სამ პლენარულ სხდომაზე 30 მოხსენება იქნა წარმოდგენილი, რომლებიც გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტიდან, სტუ-ს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტიდან, შპს „IDS-ბორჯომი საქართველო“-დან, შპს „გამა“-დან, რუსეთის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და გეოქიმიის ინსტიტუტიდან, ტაივანის ჩანგ-ჩენგის ეროვნული უნივერსიტეტიდან და დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტიდან.

კონფერენციის სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობის შედეგები და საორგანიზაციო უზრუნველყოფა მაღალ დონზე შეფასდა. ყველა მომხსენებელსა და მათ თანაავტორებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ფოფორაძემ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ტრადიციულია და 2015 წლიდან ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ ტარდება.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები