ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში (Youth Essay Prize Competition)

05-06-2017 ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გამოცხადებულია კონკურსი - ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში (Youth Essay Prize Competition).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის 30 წლამდე მოქალაქეებს.

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ კარგი ანალიტიკური და ენობრივი ხარისხის მქონე ესე, ინგლისურ ენაზე (მოცულობა - 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და  ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.ამასთან, მონაწილემ ესეს თემა უნდა შეარჩიოს ისე, რომ საშუალება ჰქონდეს ასახოს საკუთარი, გარკვეულწილად, სიღრმისეული ცოდნა, რომლის საფუძველიც იქნება მიღებული აკადემიური ცოდნა, კვლევები ან პროფესიული გამოცდილება. ესეს ავტორი მკითხველს უნდა სთავაზობდეს საინტერესო არგუმენტს ან მიდგომას.

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შესაბამის ვებგვერდზე.

გათვალისწინებულია ექვსი ჯილდოს გადაცემა. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 500 ევროს ოდენობის ფულადი პრიზით.

აღსანიშნავია, რომ პირველი კონკურსის შედეგად გაიმარჯვა მოლდოვის ორმა მოქალაქემ. დარჩენილია კიდევ ოთხი ჯილდო.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2017 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hrant.Kostanyan@ceps.eu

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები