საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

16-05-2011
სტუდენტთა 79-ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
 
16 მაისს, სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. 
კონფერენციის I ეტაპში (16-18 მაისი) მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი წესით დარეგისტრირებული ყველა სტუდენტი (ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები), ხოლო კონფერენციის II ეტაპზე (1-4 ივნისი) - ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ I ეტაპს (დოქტორანტურის სწავლების საფეხურის მაქსიმუმ 10, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის - 7, პროფესიული სწავლების - 5 სტუდენტი).
კონფერენციის II ეტაპზე, სწავლების საფეხურების მიხედვით, თითოეულ სექციაში გამოვლინდებიან კონფერენციის გამარჯვებულები, შესაბამისად პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები.  
 

სტუ-ს სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა წარიმართება 29 სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო- და ჰიდროენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის; საწარმოო ინოვაციების და ოპერაციული მენეჯმენტის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.
სტუ-ს სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ  როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები