სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება

05-06-2017 7 ივნისს, 16:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 68 დარგობრივი სექცია. 

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სტუ-ს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები.

სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

კონფერენციის მუშაობა 2017 წლის 1 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები