კონფერენცია-სემინარი თემაზე: „ეკოლოგიური ალტერნატივები“

02-06-2017 5 ივნისს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიმართება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია-სემინარი თემაზე: „ეკოლოგიური ალტერნატივები“ (სტუ-ს II კორპუსი, #601 აუდიტორია, მ.კოსტავას ქ. N 69).

სემინარი, თავისი საინტერესო ფორმატით, მოიცავს თანამედროვეობის ეკოლოგიურ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის სავარაუდო პერსპექტივებს.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება დევიზით "უსაფრთხო გარემო საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური მონაწილეობის შედეგია".

ღონისძიებაში მონაწილობას ღებულობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტი ახალგაზრდობა.

სემინარის ორგანიზატორია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულება.

საკონტაქტო პირი:
ასოც. პროფე. ჯიმშერ ქერქაძე
მობ: (599) 27 46 39 
ელ.ფოსტა: j.kerkadze@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები