აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის მორიგი საერთაშორისო აღიარება

01-06-2017 2017 წლის 19 მაისს ქ. მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის საერთო კრება. საერთაშორისო საინჟინრო აკადემიაში გაერთიანებულია 1300-ზე მეტი წევრი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან.

საერთო კრებამ საერთაშორისო აკადემიის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

ბატონო არჩილ! საქართველოს საინჟინრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გულითადად გილოცავთ კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ადასტურებს თქვენს თვალსაჩინო ღვაწლს საინჟინრო მეცნიერების განვითარებისა და წინსვლის საქმეში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები