საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

31-05-2017 5 ივნისს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მ. კოსტავას 77, III სართული) შედგება საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

შეხვედრაზე განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში განხორციელებული ცვლილებები (2017 წლის 5 მაისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N 77/ნ ბრძანება), "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" "მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები