HAS გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე

31-05-2017 29-31 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს სტუმრობდნენ HAS გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - HAS University of Applied Sciences (ნიდერლანდები) წარმომადგენლები.

სამუშაო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ფერმერულ მენეჯმენტში (International Farming Management) ერთობლივი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ჰოლანდიელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ლევან უჯმაჯურიძეს, "არიკ" ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ აფზალ რავარის და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო სამუშაოს გრაფიკი და განხილული იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები