საჩუქარი

18-05-2011
კომპანია “Alcatel-Lucent”-ის  საჩუქარი ტექნიკურ უნივერსიტეტს
 
18 მაისს კომპანია “Alcatel-Lucent”-ის  წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. “Alcatel-Lucent”-მა  სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის # 92 მიმართულებას გადასცა და დაუმონტაჟა IP ტექნოლოგიების ტექნიკური სასწავლო ლაბორატორია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, მინისტრის მოადგილე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტებს სამსხურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი ჯემალ ბერიძე და სხვები. 
სასწავლო კლასი დაფუძნებულია “Alcatel-Lucent”-ის ახალ პროდუქციაზე, რომელიც განკუთვნილია ხმისა და მონაცემების თანამედროვე სისტემაზე, Omni PCX Office RCE Compact Edition, Alcatel-Lucent DECT, OmniAccess Wireless LAN-ისა OmniSwitch -ის ჩათვლით.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები