სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრის წარმატება ჯენშოუს შერეული ორთაბრძოლების პროფესიონალურ შეჯიბრებაში

სტუ-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრის წარმატება ჯენშოუს შერეული ორთაბრძოლების პროფესიონალურ შეჯიბრებაში

25-05-2017 20 მაისს ჩინეთის ქალაქ ჯენშოუში გაიმართა პროფესიონალური შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში, ე.წ. WLS ტურნირი.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის წევრმა ლევან შაიშმელაშვილმა, რომელიც ამავე დროს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვის და უსაფრთხოების თანამშრომელია.

ქართველი მოასპარეზე დაუპირისპირდა ცნობილ ჩინელ ლიუ ჯინგპენგს, რომელსაც პროფესიონალურ შეჯიბრებებში მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ლევან შაიშმელაშვილმა ჩინელ სპორტსმენთან ძალზედ დაძაბული ორთაბრძოლაში მეორე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

   


 

სიახლეებში დაბრუნება